1. შავი ყავა
შავი ყავის მოსამზადებლად გირჩევთ გამოიყენოთ მხოლოდ კარგი ხარისხის ნატურალური ყავა. შეგიძლიათ შეურიოთ ერთმანეთსი სხვადასხვა ჯიშის ყავა. ნედლი ყავა მოხალეთ და დაფქვით მოდუღების წინ. ყავის მოხალვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ არ დაწვათ მარცვლები. მათი ფერი უნდა იყოს ყავისფერ-წაბლიფერი. საერთოდ ყავის ერთი ულუფას ამზადებენ 4 ჩ/კ, ხოლო ორმაგ ულუფას - 8 გრამისგან. თუ სურვილი გაქვთ, რომ მოამზადოთ უფრო კარგი, უფრო ძლიერი ყავა მაშინ ულუფას უნად დაუმატოთ 5 - 10 გრამი. ყავას არ ხარშავენ, არამედ ადუღებული წყლით აყენებენ, როგორც ჩაის. ყავა აუცილებლად უნდა გამზადდეს მაგიდასთან მირთმევამდე ცხელ მდგომარეობაში.
2. ყავა დამწვარი შაქრით ამ სასმელს მიართმევენ საჭმლის შემდეგ პიკნიკზე ან სადილის შემდეგ აგარაკზე. ძლიერი და ცხელი ყავის ჭიქის თავზე უჭირავთ ჩაის ჭიქა, რომელშიც დევს შაქრის ნატეხი. შაქარს დაასხით გაგრილებული კონიაკი და შემდგომ დაწვით. როდესაც ცეცხლის ალი ჩაქვრება დარჩენილი მასა ჩაასხით ჭიქაში და კარგად მოურიეთ. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი (თქვენი გემოვნებით).
3. ყავა ირლანდიურადეს სასმელი არაჩვეულებრივად აგრილებს და აფხიზლებს. მისი მირთმევა შეიძლება წლის ნებისმიერ დროს. სქელ კედლიან ჭიქაში ჩაასხით 1/3 ირლანდიური ვისკი ან არაყი და დაამატეთ ძლიერი ცხელი ყავა. ნუ აავსებთ პირამდე. გემოვნების მიხედვით დაამატეთ შაქარი (მოურიეთ), ნაღები (ოდნავ ათქვიფეთ) და ნუ აურევთ ერთმანეთში. ნაღები ჩადევით ჩაის კოვზით ისე, რომ დარჩეს ზედაპირზე და დალიეთ ყავა ნაღებს მიღმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий